ფრისთაილის მსოფლიო თასი

15:35, 21.12.2023

ბაკურიანი 2023-24 წლის ზამთრის სათხილამურო სეზონზე საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის მსოფლიო თასის სამ შეჯიბრებას უმასპინძლებს. მათგან პირველი, – ფრისტაილის მსოფლიო თასი მოგულისა და დუალ მოგულის დისციპლინაში, 22 და 23 დეკემბერს გაიმართება. კოხტას სასრიალო ტრასაზე 91 ათლეტი მსოფლიოს 15 ქვეყნიდან იასპარეზებს. საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის შეფასებით, კოხტას მთაზე მოწყობილი მოგულის ტრასა მსოფლიოში ყველაზე გრძელი საშეჯიბრო ტრასაა ამ დისციპლინისთვის.

მსგავსი