ფრირაიდის კვირეული საქართველოში

2026 წლის მარტში გუდაური კიდევ ერთხელ გახდება საერთაშორისო ფრირაიდის ცენტრი. მთის კურორტი ფრირაიდის კვირეულს უმასპინძლებს. ეს არის თავგადასავალი იმ ექსტრემალი სპორტსმენებისთვის, რომლებიც რთულ და მთიან რელიეფზე გაუკვალავ თოვლში თხილამურებით ან სნოუბორდებით სრიალებენ. მასშტაბური სპორტული ღონისძიება მსოფლიოს საქართველოს მთებს გააცნობს, ქართველ სპორტსმენებს კი განვითარების შესაძლებლობას მისცემს. ნატა ტაბიძე გაგაცნობთ ექსტრემალ ახალგაზრდებს, რომლებიც ამ კვირეულისთვის ემზადებიან.

ნატა ტაბიძის რეპორტაჟი #მოამბერეგიონები