ფრიდრიხ მერცი არასამთავრობო ორგანიზაციების შემოწმებას გეგმავს

გერმანია არასამთავრობო ორგანიზაციების შემოწმებას გეგმავს – აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ ფრიდრიხ მერცმა განაცხადა.

მერცის პარტიამ შეიტანა მოთხოვნა, რომელიც მიმართულია არასამთავრობო ორგანიზაციებზე და მასში 551 საპარლამენტო შეკითხვაა. „პოლიტიკო“ წერს, რომ კრიტიკოსებმა გამოძიება შეაფასეს, როგორც თავდასხმა სამოქალაქო საზოგადოებაზე მას შემდეგ, რაც არასამთავრობო ორგანიზაციები შეუერთდნენ პროტესტს „ქრისტიან დემოკრატიული კავშირის“ წინააღმდეგ – პარტიის პოზიციასთან დაკავშირებით მიგრაციის საკითხებზე. „პოლიტიკოს“ ინფორმაციით, არასამთავრობო ორგანიზაციები და ევროპარლამენტის მემარცხენე ჯგუფები, როგორიცაა „მემარცხენეები და მწვანეები“, შიშობენ, რომ გერმანიის შიდა ბრძოლა შეიძლება გადავიდეს ევროკავშირის ინსტიტუტების დონეზე კონსერვატორებისა და ულტრამემარჯვენეების დამაკავშირებელი გზის შექმნით. „პოლიტიკოს“ ინფორმაციით, მემარჯვენე-ცენტრისტულმა „ევროპის სახალხო პარტიამ“ უკვე დაიწყო კამპანია, რომელსაც მხარს უჭერენ მემარჯვენე „ევროპელი კონსერვატორები“ და „რეფორმატორები“, ასევე ულტრამემარჯვენე „პატრიოტები ევროპისთვის“ იმის შესამოწმებლად, გამოიყენებოდა თუ არა ევროკომისიის დაფინანსება, მწვანე არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის ბრიუსელში ლობირების მიზნით.