ფრეზეთის დევნილთა დასახლების პრობლემები
ოკუპირებული ახალგორიდან დევნილი 300-მდე ოჯახი უკვე 17 წელია სოფელ ფრეზეთში ცხოვრობს, ამდენივე წელს ითვლის მათი წყალმომარაგების პრობლემა, რომელიც პირველი რიგის გადასაჭრელი საკითხია დევნილთა ყოფითი სირთულეების ვრცელ ჩამონათვალში. ვითარება ზაფხულში კიდევ უფრო მძიმდება, როცა დანახარჯიც ბევრია. აქ სარწყავი სიტემის არარსებობის გამო, ადგილობრივები იძულებულები არიან ხშირად სასმელი წყალი სარწყავადაც გამოიყენონ. მიუხედავად იმისა, რომ 2021 წელს სოფლის მიმდებარედ დამატებითი ჭაბურღილი დამონტაჟდა, სასმელი წყლის პრობლემა მაინც ვერ მოგვარდა.
ანა ნოდიასა და ვახტანგ ლეკიაშვილის რეპორტაჟი მცხეთა-მთიანეთის რეგიონიდან #მოამბერეგიონები