ფრენების აღდგენა

საქართველოში რეგულარული ფრენების დროებითი შეჩერების რეჟიმი აგვისტოს ჩათვლით გახანგრძლივდება, თუმცა ქვეყანა უსაფრთხო დერეფნების მიხედვით კონკრეტულ რეისებს დაუშვებს. ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიების, „ვიზეარისა“ და „რაინეარის“ ოპერირების განახლებაზე მოლაპარაკება მიმდინარეობს, რათა ფრენების ის ოპტიმალური რაოდენობა შეთანხმდეს, რაც კომერციულად კომპანიებისთვისაც მომგებიანი იქნება და ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისითაც არ დააზარალებს ქვეყანას.

დატოვე კომენტარი