„ფრენცის სასადილო“

„ფრენცის სასადილო“ – ასე ჰქვია ანა ჩუბინიძის ახალ ანიმაციას, რომელზეც ახალგაზრდა ქართველი რეჟისორი სტუდია „ფოლიმაჟთან“ ერთად მუშაობს. შემოქმედებითი ჯგუფი ახლა თოჯინებს ქმნის და ამ პროცესის დასრულების შემდეგ  გადასაღებად საფრანგეთში გაემგზავრება. ახალგაზრდა ქართველ რეჟისორს უკვე აქვს წარმატების ისტორია. პირველი სადებიუტო ნამუშევრით „ჯიბის კაცი“ მან მსოფლიოს არაერთი პრესტიჟული საერთაშორისო ანიმაციური ფესტივალის გამარჯვებულის სტატუსი მოიპოვა.