ფრაქცია „საქართველოსთვის“ ინიციატივა - გამოხმაურება

ფრაქცია „საქართველოსთვის“ რუსეთსა და ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმს შორის გაფორმებულ ე.წ. შეთანხმებაზე რეზოლუციის მიღებას ითხოვს. ამ მიზნით მათ რეზოლუციის პროექტი წარადგინეს.  შალვა კერესელიძე აცხადებს, რომ  ხელისუფლება შეთანხმების თაობაზე დუმს. მისი თქმით, არსებულ რეალობაში საქართველოს პარლამენტი ერთადერთ სივრცეა, სადაც რუსეთის მხრიდან ანექსიის პოლიტიკას მკაფიო პოლიტიკური და სამართლებრივი შეფასება უნდა მისცენ. რეზოლუციის პროექტის მხარდაჭერას არ აპირებს მმართველი გუნდი. უმრავლესობა გახარიას გუნდს პოლიტიკურ მანიპულაციაში ადანაშაულებს.