ფრაქცია „საქართველოსთვის“ ინიციატივა  - გამოხმაურება

ფრაქცია „საქართველოსთვის“ „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონის შეცვლას ითხოვს. ამ მიზნით, დღეს, გიორგი გახარიას საპარლამენტო გუნდმა კანონპროექტი დაარეგისტრირა. გიგა ფარულავამ განაცხადა, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში, ხელისუფლებამ აღნიშნულ კანონში დრაკონული ცვლილებები შეიტანა, რომლის მიზანი მოქალაქეების დაშინება და მათზე ზეწოლის განხორციელებაა. მისი თქმით, არსებული კანონით დადგენილი სასჯელი არაპროპორციულია და არსებითად ზღუდავს – შეკრებისა და თავისუფალი გამოხატვის უფლებას. მმართველი გუნდი ცვლილებების მხარდაჭერას არ აპირებს. „ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რომ გახარიას გუნდი პოპულისტურ ნაბიჯებს დგამს. მათი თქმით, იმის გათვალისწინებით, რომ პარტიის ხელმძღვანელი გიორგი გახარიაა, მათ შეკრებებსა და გამოხატვის თავისუფლებაზე საუბრის მორალური უფლება არ აქვთ.