პარლამენტში ფრაქციების რაოდენობა შესაძლოა ერთით შემცირდეს. ,,საქართველოს პატრიოტები” ფრაქციის დაშლის ზღვარზე არიან. ირმა ინაშვილის გუნდს პრობლემა ნატო ჩხეიძის გადაწყვეტილებამ გაუჩინა. დეპუტატმა ფრაქციაში ყოფნას დამოუკიდებელი დეპუტატის სტატუსი არჩია, თუმცა მიზეზი დღეს არ დაუსახელებია. ინაშვილი ფრაქციის შესანარჩუნებლად პოლიტიკური კონსულტაციების დაწყებას გეგმავს. თუ კონსულტაციები უშედეგოდ დასრულდება, საქართველოს პატრიოტები ფრაქციასთან ერთად საპარლამენტო თანამდებობებსაც დაკარგავენ.