ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა"  მამუკა ბახტაძეს პარლამენტში იწვევს

ფრაქცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”  პრემიერ-მინისტრს პარლამენტში იწვევს. ინიციატივაზე თინა ბოკუჩავამ ისაუბრა. დეპუტატის თქმით, საკანონმდებლო ორგანოში მამუკა ბახტაძის დაბარების მთავარი მიზეზი ქვეყანაში არსებული კრიმინოგენული მდგომარეობაა.

თინა ბოკუჩავამ ახალი კონსტიტუციით გათვალისწინებული რეგლამენტიც განმარტა, რომელიც საპარლამენტო კონტროლის ახალი მექანიზმის, ინტერპელაციის თანახმად პარლამენტის მიმართ ანგარიშვალდებულ ყველა პირს პარლამენტში გამოცხადებას ავალდებულებს.