ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეის სესია თბილისში

ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეის 48-ე სესია თბილისში. დღეიდან ჩვენი ქვეყანა ფრანკოფონიის ორგანიზაციის ასოცირებული წევრია. ოფიციალურ გახსნაზე სიტყვით გამოვიდნენ: პრემიერ-მინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარე და ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი. მთავარი აქცენტები ევროინტეგრაციაზე პოლიტიკურ პრიორიტეტებსა და ოკუპაციაზე გაკეთდა. მონაწილეობს 40-მდე ქვეყნის დელეგაცია. შეგახსენებთ, ორგანიზაცია დემოკრატიის ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების განვითარების მიმართულებით მუშაობს. ასამბლეის 48-ე სესია ოფიციალურად ხვალ დაიხურება.

ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეის 48-ე სესია #LIVE