ფრანკოფონიის კვირეული

ფრანკოფონია 2023 დასრულებულია. ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეის სესიის ფარგლებში გამართულ ბოლო სხდომაზე, ქართული დელეგაციის მიერ მომზადებული საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერი რეზოლუცია ერთხმად მიიღეს.

პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, რეზოლუციის ამ სახით მიღება მნიშვნელოვანია, რადგან ის მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. ამასთან, საქართველო ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეის ასოცირებული წევრი გახდა.