ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა - ვინ და როგორ უნდა უზრუნველყოს ქვეყნის წარდგენა

ქართული ლიტერატურის ისტორიაში 2018 წელი მნიშვნელოვანი თარიღია. 9 თვეში საქართველო ლიტერატურის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ და მასშტაბურ ღონისძიებაზე, ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საპატიო სტუმარი ქვეყნის სტატუსით წარდგება. თუმცა, ვინ და როგორ უნდა უზრუნველყოს და განახორციელოს ქვეყნის წარდგენა დავის მიზეზი გახდა. ბაზრობის მოახლოებასთან ერთად მღელვარება მატულობს.

მიმდინარე კვირის დასაწყისში მწვავე დისკუსიის თემა გახდა საფრთხეები, რომლებიც უკავშირდება საქართველოს წარმოჩენას ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე. თანამდებობიდან გათავისუფლების თხოვნით კულტურის მინისტრს წიგნის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა მიმართა. შემდეგ პროექტიდან გასვლაზე მინისტრის მოადგილემ განაცხადა. საბოლოო გადაწყვეტილება ხვალ გახდება ცნობილი. მანამდე კი, რა რისკებზე ამახვილებენ ყურადღებას ქართული ლიტერატურული საზოგადოების წარმომადგენლები და როგორ უპასუხა მათ კულტურის სამინისტრომ?

სალომე აფხაზიშვილი დეტალებით.