ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა - ევროპული ქვეყნების გამომცემლები თბილისში იმყოფებიან

წამყვანი ევროპული ქვეყნების გამომცემლები თბილისში.

გამომცემლებმა, საავტორო უფლებების მენეჯერებმა და აგენტებმა  პირველი შეხვედრა მწერალთა სახლში გამართეს. წიგნის ეროვნული ცენტრის წარმომადგენლებმა მათ ქართულ ლიტერატურაში მიმდინარე პროცესები გააცნეს და ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველოს საპატიო სტუმარი ქვეყნის ლიტერატურული პროგრამა წარუდგინეს.

ფრანგი, იტალიელი, გერმანელი, ბრიტანელი, ჰოლანდიელი პოლონელი და თურქი გამომცემლები თბილისის ცენტრის მიერ ორგანიზებული რიგით მერვე ლიტერატურული დიალოგის ფარგლებში სტუმრობენ.

მათი ვიზიტი 2018 წელს ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველოს საპატიო სტუმარი ქვეყნის პროექტის ფარგლებში ხორციელდება.