ფრანკფურტის ტურისტულ გამოფენა-ბაზრობაში საქართველო მონაწილეობს

ფრანკფურტის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენა-ბაზრობაში „აიმექს 2019“ საქართველოც მონაწილეობს. ქართულ სტენდთან სტუმრებს საშუალება აქვთ იხილონ საიმიჯო ვიდეორგოლები, გაეცნონ ქვეყნის კურორტებს და დააგემოვნონ ქართული ღვინო.

გამოფენაში 16 კერძო კომპანია, მათ შორის, 10 საკონვენციო და საგამოფენო ბიუროს წევრი კომპანია მონაწილეობს.

ღონისძიებას ესწრება ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი.