ფრანკფურტის კულტურული პროგრამა

გერმანელი მსმენელი ქართველ საოპერო შემსრულებლებს მოუსმენს. 26 სექტმბერს, ბერლინის ფილარმონიაში, ვახტანგ კახიძე და თბილისის სიმფონიური ორკესტრი, საოპერო გალა-კონცერტს გამართავს, 27 სეტქმბერს კი პოტსდამში, დუდანა მაზმანიშვილი დაუკრავს. ორივე საღამო ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის კულტურული პროგრამის ნაწილია.

წელს ბაზრობაზე საქართველო საპატიო სტუმარი ქვეყნის სტატუსით იქნება წარმოდგენილი.