ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი ილია მეორეს შეხვდა

საქართველოში გერმანიის პრეზიდენტის ვიზიტი მიმდინარეობს.

ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს შეხვდა. გერმანიის პრეზიდენტმა საპატრიარქოში გამართულ მიღებაზე მის უწმინდესობას შეხვედრისთვის მადლობა გადაუხადა. სტუმრების დალოცვის შემდეგ პატრიარქმა გერმანიის პრეზიდენტს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ესაუბრა და იმედი გამოთქვა, რომ გერმანია მნიშვნელოვან როლს ითამაშებს პრობლემური საკითხის გადაწყვეტაში.