ფრანგი ტუროპერატორები საქართველოში 

სამიზნე ქვეყნებში დაგეგმილი ტურისტული კამპანიები კიდევ უფრო აქტიურდება.

საქართველოსთვის სტრატეგიულად ერთ-ერთი გამორჩეული ქვეყანა საფრანგეთია, სადაც ბოლო პერიოდში არაერთი ტურისტული აქტივობა გაიმართა. პარიზსა და სხვა დიდ ქალაქებში სარეკლამო ბანერების განთავსების პარალელურად, ფრანგულ ონლაინ და ბეჭდურ მედიაში, საქართველოს შესახებ სხვადასხვა სახის საინფორმაციო მასალები იბეჭდება. ამ ეტაპზე კი ჩვენ ქვეყანას ფრანგი ტუროპერატორები სტუმრობენ, ტურისტული ლოკაციების მონახულებასთან ერთად, დაგეგმილია შეხვედრები ქართველო კოლეგებთან. ტურიზმის ეროვნული ადმინიტრაციის მარკეტინგული კამპანიის მიზანი  მიზანი ახალი ბიზნეს-კონტაქტების დამყარება და საქართველოთი რაც შეიძლება მეტი ფრანგი ტურისტის დაინტერესებაა.