საფრანგეთი ფერმერების პროტესტმა მოიცვა. ორი კვირაა, საპროტესტო გამოსვლები არ წყდება. აქციების მონაწილეების მთავარი მოთხოვნაა, არ გაფორმდეს ევროკავშირში ინიცირებული შეთანხმება, რომელიც ევროკავშირის წევრ ქვეყნებსა და სამხრეთ ამერიკის ოთხ ქვეყანას შორის სავაჭრო ურთიერთობებში ახალ წესებს ადგენს. საუბარია სავაჭრო ტარიფების თითქმის სრულად გაუქმებაზე. ახალი შეთანხმების ამოქმედების შემთხვევაში ფრანგი ფერმერები ბაზარზე არათანაბარი კონკურენციას პროგნოზირებენ და მოსალოდნელ ფინანსურ ზარალზე საუბრობენ.
საფრანგეთის ხელისუფლება ფერმერების ინტერესების გათვალისწინებას ცდილობს, თუმცა ევროკავშირში ბევრი მომხრე არ ჰყავს. გადაიდება თუ არა 2019 წლიდან ინიცირებული შეთანხმების რატიფიცირება კიდევ ერთხელ – თამთა რუხაძე დეტალებით.