„ფრაგმენტები ქართული თეატრის ისტორიიდან“

უნიკალური დოკუმენტებით გაცოცხლებული ქართული თეატრის ისტორია. ეროვნული არქივის ვებ-გვერდზე საცავებში დაცული და ისტორიული მნიშვნელობის მასალებია გამოფენილი. ონლაინ-ექსპოზიცია ქართული თეატრალური ხელოვნების ისტორიაზე გვიყვება. ქართული თეატრის დღისადმი მიძღვნილ გამოფენაზე თავი მოუყარეს ისეთ ფოტოებსაც, რომლებიც საზოგადოებისთვის დღემდე უცნობი იყო.

ციფრულ ფორმატში გადაყვანილი ფოტო დოკუმენტები, თეატრის ისტორიას სცენის მიღმაც ასახავს. ფოტოებს შორის ლადო მესხიშვილისა და მაკო საფაროვას უნიკალური ფოტოც მოხვდა. აქამდე უცნობი ფოტოების ხილვა ეროვნული არქივის ვებგვერდზე უკვე შესაძლებელია.