Fox News-ის სტატია – შეფასება
ირანის რეჟიმი ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკას სანქციებისთვის გვერდის ავლისა და სამხედრო მანქანის დასაფინანსებლად იყენებს, – ამის შესახებ Fox News-ი სტატიას აქვეყნებს. სტატიაში ვკითხულობთ: „ჰადსონის ინსტიტუტის ანგარიშის თანახმად, საქართველოს რესპუბლიკის კურსის თეირანის რეჟიმისკენ შებრუნება, შესაძლოა, რეგიონში აშშ-ის ინტერესებისთვის პრობლემური აღმოჩნდეს. ბოლოდროინდელი ცნობების თანახმად, იმ ფონზე, როდესაც ირანი სპარსეთის ყურის მეზობლებს შორის სულ უფრო იზოლირებული ხდება, თეირანი სამხრეთ კავკასიაში საქართველოს რესპუბლიკასთან კავშირებს აღრმავებს,“ – ნათქვამია სტატიაში.
Fox News Digital-თან ინტერვიუში საქართველოს პარლამენტის ყოფილმა წევრმა და ჰადსონის ინსტიტუტის კვლევის თანაავტორმა, გიორგი კანდელაკმა განაცხადა, რომ „ირანმა საქართველოში გავლენის ფართო ინფრასტრუქტურა შექმნა, რაც ექსტრემიზმთან კავშირის გამო, აშშ-ის მიერ სანქცირებულ ორგანიზაციებს მოიცავს“. აღნიშნულ სტატიას ეხმაურებიან თბილისში. უმრავლესობაში ამბობენ, რომ კანდელაკი, ისევე როგორც ოპოზიციის დიდი ნაწილი, საქართველოს შესახებ დეზინფორმაციულ კამპანიას აწარმოებს.