ფოთში საპროტესტო აქცია გაიმართა

ფოთში, ფალიაშვილის ქუჩაზე საპროტესტო აქცია გაიმართა. მოსახლეობას საავტომობილო გზა ჰქონდა გადაკეტილი. ისინი მძიმეწონიანი სატვირთო მანქანების გადაადგილებას და მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე ცემენტის ქარხნის მუშაობას აპროტესტებდნენ. მათი განცხადებით, სატვირთოებით ჯანმრთელობისთვის მავნე ნივთიერების ტრანსპორტირება ხდება. ქარხნიდან კი მუშაობის პროცესში მტვერი იფრქვევა, რომელიც მათ ჯანმრთელობას უქმნის საფრთხეს. აქციის მონაწილეები მხოლოდ მას შემდეგ დაიშალნენ, რაც მათ ხელისუფლების წარმომადგენლები პრობლემის მოგვარებას დაჰპირდნენ. დათქვეს ვადაც, საკითხი მომდევნო სამშაბათამდე უნდა გადაიჭრას. წინააღმდეგ შემთხვევაში, მოსახლეობა საპროტესტო აქციების გაგრძელებას გეგმავს.