ფოთში საფეხბურთო ტექნიკური ცენტრი შენდება

ფოთში საფეხბურთო ტექნიკური ცენტრის მშენებლობა მიმდინარეობს. პროექტი ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, დაათვალიერა.

ფოთის საფეხბურთო სკოლის ტერიტორიაზე ტექნიკური ცენტრის მშენებლობა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და უეფას დაფინანსებით მიმდინარეობს.

პროექტის ფარგლებში ადგილზე უნდა მოეწყოს ორი ხელოვნურსაფრიანი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი მოედანი, ასევე, 300 მაყურებელზე გათვლილი ტრიბუნა და ტექნიკური შენობა ფეხბურთელთა და მსაჯთა გასახდელებით.

პროექტის დასრულება 2020 წელს იგეგმება. მისი ღირებულება 4 მილიონ ლარს შეადგენს.