ფოთში საახალწლო განათებები დააზიანეს

ფოთში, მთავარ ნაძვის ხესთან ილუმინაციები და ელექტროგაყვანილობა დააზიანეს.

ფოთის მერიაში აცხადებენ, რომ სადღესასწაულოდ, ქალაქის გაფორმება ჯერ არ დასრულებულა, ცენტრალურ მოედანზე კი, ვანდალიზმის ფაქტები მოხდა. მისი თქმით, ქალაქში სხვადასხვა კულტურული ღონისძიება 17 იანვრამდე ყოველდღიურად გაიმართება.