ფოთში, ნიკო ნიკოლაძის კოშკში ჭერი დაზიანდა

ფოთში, ნიკო ნიკოლაძის კოშკში, რომელიც რამდენიმე თვის წინ გაიხსნა, ჭერი დაზიანდა.

„ნაციონალური მოძრაობის“ შეფასებით, სამუშაოები უხარისხოდ ჩატარდა და ხარვეზი უკვე ჩაბარებულ ობიექტში გამოვლინდა.

მუზეუმის დირექტორის განმარტებით, მშენებელი კომპანია პრობლემას რამდენიმე დღეში მოაგვარებს.