ფოთში მწვავე რესპირატორული ინფექციით ერთი პირი გარდაიცვალა

ფოთში 40 წლის ქალი მწვავე რესპირატორული ინფექციით გარდაიცვალა. როგორც ფოთის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორმა, თეა მიგინეიშვილმა განაცხადა, 40 წლის ქალს ყველა შესაბამისი მკურნალობა ჩაუტარდა, მაგრამ პაციენტის გადარჩენა ვერ მოხერხდა. მისი თქმის კლინიკაში, ამ წუთის მდგომარეობით, მწვავე რესპირატორული ინფექციის სიმპტომებით მკურნალობას 11 პაციენტი გადის. მათი მდგომარეობა სტაბილურია.