ფოთში 300-მდე მონადირემ საპროტესტო აქცია გამართა

15:12, 28.01.2018

საპროტესტო აქცია გამართა ფოთში 300-მდე მონადირემ. მათ საკანონმდებლო ცვლილების განხორციელება სურთ, რომლის მიხედვითაც, კოლხეთის ეროვნულ პარკსა და მის შემოგარენში შეუზღუდავი, თავისუფალი გადაადგილებისა და ნადირობის  უფლებას მიიღებენ.

აქციის მონაწილეები კოლხეთის ეროვნული პარკის ადმინისტრაციულ შენობაში, მერის მოადგილეებსა და საკრებულოს წევრებს შეხვდნენ.

ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები მათ სამინისტროსთან შუამდგომლობას დაჰპირდნენ.

მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, მონადირეები პერმანენტული საპროტესტო აქციების მოწყობით იმუქრებიან.

მსგავსი