ფოთში 20-მდე დასაქმებული გაიფიცა

ფოთში საკანალიზაციო სისტემის რეაბილიტაციაზე დასაქმებულები სახელფასო დავალიანების ანაზღაურების მოთხოვნით გაიფიცნენ. 20-მდე დასაქმებული ორი თვის სახელფასო დავალიანების გადახდას მოითხოვს.

ქალაქ ფოთში საკანალიზაციო სისტემის მოწყობის სამუშაოებს თურქული კომპანია ახორციელებს. სისტემის რეაბილიტაცია რამდენიმე წლის წინ დაიწყო. აღნიშნულ სამუშაოებს მანამდე სხვა ფირმა აწარმოებდა, თუმცა მან ტენდერით დაკისრებული ვალდებულებები ვერ შეასრულა და მუშაობა შეწყვიტა.

აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ თურქული კომპანია მათი დავალიანების დაფარვას ძველ კომპანიას აკისრებს. გაფიცულებს დღეს კომპანიის წარმომადგენელი შეხვდა, რომელმაც ვერ დააკონკრეტა ,ზუსტად როდის გადაუხდიან დასაქმებულებს სახელფასო დავალიანებას.

დატოვე კომენტარი