ფოტოკონკურსი „ოჯახური კავშირები“ - დაჯილდოება

თბილისის ფოტოგრაფიისა და მულტიმედიის მუზეუმში ფოტოკონკურსის დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. კონკურსში მონაწილეობდნენ პროფესიონალი ფოტოგრაფები აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვსი ქვეყნიდან. ხელოვანებმა „ოჯახური კავშირების“ თემაზე შექმნილი ფოტოსერიები წარადგინეს. საერთაშორისო ჟიურიმ, ფინალური ტურისთვის 400-ზე მეტ მონაწილეს შორის თითოეული ქვეყნიდან სამი ფოტოგრაფი შეარჩია. საქართველოს სახელით გამარჯვება ფოტოგრაფმა ნათელა გრიგალაშვილმა მოიპოვა. თითოეულ გამარჯვებულს ფულადი პრიზი 1 000 ევროს ოდენობით გადაეცა. დაჯილდოების ცერემონიას საქართველოში ევროკავშირის ელჩიც ესწრებოდა.