ფოტოგრაფების საქმე

ფოტოგრაფების საქმის ფიგურანტები, სასამართლოს კიდევ ერთხელ მიმართავენ.

2011 წელს გამოტანილი განაჩენის გაუქმების და წინა ხელისუფლების დროს ჯაშუშობაში ბრალდებულთა სრულად გამართლების შემდეგ, ფოტორეპორტიორები ამჯერად მორალური ზიანისთვის კომპენსაციას მოითხოვენ. 2012 წლის შემდეგ დაწყებულმა ხელახალმა ძიებამ დაადასტურა, რომ ჯაშუშობის შესახებ ბრალდება გამოგონილი, გახმაურებული საქმე გაყალბებული, დაკავებულთა ჩვენებები კი ზეწოლის შედეგად იყო მოპოვებული. ნოემბერში სააპელაციო სასამართლომ პროკურატურის მიერ წარდგენილი ყველა მტკიცებულება გაიზიარა და ოთხივე ფოტოგრაფი სრულად გაამართლა.

 

დატოვე კომენტარი