ფოტოგრაფების საქმე

2011 წელს გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი გამამართლებლით შეიცვალა. შვიდი წლის წინ ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული ფოტორეპორტიორები გამართლებულები არიან. დღეიდან მათ უფლება აქვთ, მორალური ზიანის ასანაზღაურებლად კომპენსაცია მოითხოვონ.

სააპელაციო სასამართლოში დღეს დილით გამოცხადებულ გადაწყვეტილებას ირაკლი და ნათია გედენიძეები, ზურა ქურციკიძე და გიორგი აბდალაძე თითქმის ორი წელი ელოდნენ. სწორედ 2016 წელს მიმართა განაჩენის გადასაჯინვის მოთხოვნით სასამართლოს პროკურატურამ, რომელიც თავის მხრივ ხელახალი ძიების დროს მოპოვებულ მტკიცებულებებს ეყრდნობოდა.

დადგინდა, რომ 2011 წლის ივლისში ფოტორეპორტიორები გამოგონილი ბრალდებით დააკავეს და ჯაშუშობა ზეწოლით და მუქარით აღიარებინეს, რეალურად კი მათი დაპატიმრების მოტივი 26 მაისის საპროტესტო აქციის დარბევის დროს გადაღებული ფოტოები იყო.