ფოტოგამოფენა „თბილისი მაგნუმის წიგნებში“ გაიხსნა

“თიბისი გალერეაში” გამოფენა – „თბილისი მაგნუმის წიგნებში“ გაიხსნა. ექსპოზიცია, 71 წლის განმავლობაში, თბილისში ისეთი ფოტოგრაფების მიერ გადაღებულ 35-მდე ფოტოს აერთიანებს, როგორებიც არიან: რობერტ კაპა, ანრი კარტიე-ბრესონი, კარლ დე კეიზერი, ინგ მორატი, გიორგი პინხასოვი, იონას ბენდიკსენი, პაოლო პელეგრინი, თომას დვორჟაკი და მარტინ პარი.

ექსპოზიცია იწყება ფოტოებით, რომელიც რობერტ კაპამ 1947 წელს ჯონ სტეინბეკთან ერთად თბილისში მოგზაურობისას გადაღო. გამოფენა სრულდება ფრანგი ფოტოგრაფის მარტინ პარის ფოტოებით, რომელიც ფოტოგრაფმა 2018 წელს გადაიღო. ღონისძიების ფარგლებში, ასევე გაიმართა მარტინ პარის წიგნის პრეზენტაციაც.

მარტინ პარი თბილისის მერიის მოწვევით საქართველოს 2018 წლის ივნისში ესტუმრა. წიგნი თბილისში გადაღებული ფოტოების მიხედვით შეიქმნა და ცნობილ გერმანულ გამომცემლობასთან  თანამშრომლობით მიუნხენში გამოიცა.