ფოტოგამოფენა პარლამენტში

პრესის თავისუფლების დღესთან დაკავშირებით, პარლამენტში ფოტოგამოფენა მოეწყო.

წარმოდგენილი იყო ჟურნალისტების ის ფოტოები, რომლებიც საკანონმდებლო ორგანოში მათ საქმიანობას ასახავს. ღონისძიებაზე, მედიის წარმომადგენლებს პრესის თავისუფლების დღე, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ და პარლამენტის თავმჯდომარის მრჩეველმა, მაგდა ანიკაშვილმა მიულოცეს.