ფოტოგამოფენა „მხოლოდ მდინარის ხმა ისმის“

„მხოლოდ მდინარის ხმა ისმის“, – ფოტოგამოფენა, რომელიც საქართველოს ეთნიკურ და რელიგიურ მრავალფეროვნებას აღწერს. ფოტოგრაფიის და მულტიმედიის მუზეუმში წარმოდგენილი სურათები ქვეყნის სხვადასხვა რეგიონშია გადაღებული და იქ მცხოვრები რელიგიური და ეთნიკური ჯგუფების ყოველდღიურ ყოფას და წეს-ჩვეულებებს გვიჩვენებს.