ფოტო-ფესტივალი ქუთაისში

ქუთაისში საერთაშორისო ფოტო-ფესტივალი „ილო“ გაიხსნა.

ფოტოგრაფ ილო ხახიაშვილის მიერ გადაღებული ფოტოები თითქმის ყველა ქუთაისელის ოჯახშია. ილო იყო ქუთაისის ნამდვილი მემატიანე და ქალაქმა სათანადო პატივი მიაგო მის ხსოვნას. წელს ფოტო-ფესტივალის მიზანია ფოტოგრაფიის, როგორც ხელოვნების დარგის განვითარება საქართველოში, საერთაშორისო სტატუსის დამკვიდრება-გაძლიერება, ახალგაზრდა, ნიჭიერი ფოტო-მოყვარულების გამოვლენა-წახალისება, ილო ხახიაშვილის სახელისა და ღვაწლისადმი პატივის მიგება.