ფოთისა და სამტრედიის ენმ-ს წევრებმა ოზურგეთში აქციის მონაწილეებს სოლიდარობა გამოუცხადეს

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობაში, მოშიმშილეებთან ფოთისა და სამტრედიის „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები მივიდნენ და აქციის მონაწილეებს სოლიდარობა გამოუცხადეს. ფოთის საქალაქო ორგანიზაციის თავმჯდომარე კი მოშიმშილეებს შეუერთდა და შიმშილობა დაიწყო.

„ნაციონალური მოძრაობის” წევრების მოთხოვნები კვლავ უცვლელია. დაისაჯოს ქათამაძის ცემის ინციდენტში მონაწილე ყველა პირი და მოხდეს საქმის ობიექტური გამოძიება. ისინი აქციის გაგრძელებას გეგმავენ და პროტესტის უკიდურესი ზომებით იმუქრებიან.