ფოთისა და ბაქოს ნავსადგურებს შორის სპეციალური მატარებელი დაინიშნა

18:32, 30.01.2026

ფოთისა და ბაქოს ნავსადგურებს შორის სპეციალური ბლოკ-მატარებელი დაინიშნა. ის ორ პორტს შორის ტვირთის ტრანზიტის დროს მნიშვნელოვნად შეამცირებს. პირველი ბლოკ- მატარებლის ფოთის ტერმინალში შემოსვლასთან დაკავშირებით საზეიმო ღონისძიება გაიმართა, რომელსაც საქართველოსა და აზერბაიჯანის რკინიგზის ხელმძღვანელები დაესწრნენ.  ორ ნავსადგურს შორის ბლოკ-მატარებელი რეგულარული გრაფიკით იმოძრავებს და დადებით გავლენას მოახდენს კონტეინერების გადაზიდვის პროცესის გამარტივებასა და სატრანზიტო დროის შემცირებაში.

მსგავსი