ფოთის სტადიონის მდგომარეობა

ფოთის საკრებულოს წევრებმა სტადიონის ახალაშენებული, დასავლეთის ტრიბუნა დაათვალიერეს.

ამ დროისთვის დასრულებულია მშენებლობის პირველი ეტაპი. ოპოზიციის თქმით, სამუშაოები ხარვეზებით შესრულდა. ისინი პროექტში ცვლილებების შეტანასა და დეფექტების გამოსწორებას მოითხოვენ. საკრებულოს ოპოზიციონერი წევრები ხელისუფლებას მოუწოდებენ, ხარვეზების გამოსწორებამდე ობიექტი არ ჩაიბარონ.

ხელისუფლების ინფორმაციით, საკითხს სპეციალური კომისია შეისწავლის და ობიექტის ჩაბარების საკითხი სწორედ ამის შემდეგ გადაწყდება.