ფოთის სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურს ახალი შენობა გადაეცა

ფოთის სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურს ახალი შენობა გადაეცა. ადგილზე პერსონალის მუშაობისა და მოსვენებისთვის ყველა პირობაა უზრუნველყოფილი.

ცენტრი საყოფაცხოვრებო და კომპიუტერული ინვენტარით არის აღჭურვილი.

სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტოპარკის განსათავსებლად შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე სპეციალური სივრცეა მოწყობილი. დღესვე ფოთში ევროსტანდარტების შესაბამისი რეანომობილიც განთავსდა. მისი საშუალებით კლინიკებს შორის კრიტიკული პაციენტების ტრანსპორტირება განხორციელდება.

წლის ბოლომდე, მთელი ქვეყნის მასშტაბით ახალი შენობები საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის 17 რაიონულ სამსახურს გადაეცემა.