2025 წლის ბიუჯეტის დაამტკიცა ფოთის საკრებულომაც. მთავარი ფინანსური დოკუმენტი 44 მილიონი ლარით განისაზღვრა. მანამდე კი საკრებულოს სხდომაზე ხმაური იყო. ოპოზიციის წარმომადგენლებმა სხდომის დაწყებამდე ბანერი გაშალეს, რომელზეც თბილისში აქციებზე დაშავებული ადამიანების ფოტოები იყო გამოსახული, დაგმეს ძალადობა და საკრებულოს სოლიდარობისკენ მოუწოდეს. ოპოზიციის პერფორმანსს უმრავლესობის გაღიზიანება მოჰყვა, მათ ოპოზიცია პროვოკაციის მოწყობაში დაადანაშაულეს და დეპუტატები ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ. ამის შემდეგ ოპოზიციამ სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა, მერიის გარე ფასადზე კი საპროტესტო ბანერები გააკრეს.