ხმაური იყო ფოთის საკრებულოს სხდომაზე, სადაც ოპოზიციამ სხდომის დაწყებამდე აქციების დროს დაკავებული პირების ბანერები გამოფინა. მათ დაგმეს ძალადობა და საკრებულოს სოლიდარობისკენ მოუწოდეს. ოპოზიციის პერფორმანსს უმრავლესობის გაღიზიანება მოჰყვა და დეპუტატები ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ, რის შემდეგაც ოპოზიციამ სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა.
„ქართულ ოცნებაში“ოპოზიციის ბრალდებებს უსაფუძვლოს უწოდებენ და მათ პროვოკაციის მოწყობაში ადანაშაულებენ.