ფოთის მერობის კანდიდატების გეგმები

ფოთის პრობლემების გადაჭრა, ქალაქის მერობის სამი კანდიდატიდან ერთ-ერთს მოუწევს.

საგზაო ინფრასტრუქტურის, სანაპირო ზოლის მოწყობის, სამუშაო ადგილების, ტურიზმის ხელშეწყობის და ავარიული შენობების საკითხი საარჩევნო მარათონში ჩართული სამივე სუბიექტის პროგრამებშია ასახული.

2 ოქტომბერს ფოთელებს არჩევანის გაკეთება მმართველი პარტიის, ოთხი ოპოზიციური პარტიის და ყოფილი პრემიერის გუნდის მიერ წარდგენილ კანდიდატებს შორის მოუწევს.