ფოთის მერიის განცხადება

ფოთში, პალიასტომის ტბისა და მდინარე კაპარჭას მიმდებარე ტერიტორიაზე სამედიცინო ნარჩენებია დაყრილი, რომელიც სახიფათო ნარჩენების კლასს მიეკუთვნება.

მერიის ინფორმაციით, მისი გატანა და უტილიზაცია სპეციალური ლიცენზირებული ფირმის მიერ უნდა განხორციელდეს.

პალიასტომისა და მდინარე კაპარჭას მიმდებარედ საძოვრებია. მოსახლეობა შიშობს, რომ პრობლემა დროულად უნდა მოგვარდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ეკოლოგიური პრობლემები გარდაუვალი იქნება.