ფოთში ქალაქის განვითარების მთავარი დოკუმენტის, განაშენიანების გენერალური გეგმის პირველი ეტაპი დასრულდა. პროექტი საზოგადოებას კონკურსში გამარჯვებული კომპანიის წარმომადგენლებმა გააცნეს. დოკუმენტზე ქართველი და უცხოელი არქიტექტორებისა და ურბანისტებისგან დაკომპლექტებული ჯგუფი მუშაობს. პროექტი მოიცავს ახალი უბნების, მოწესრიგებული ინფრასტრუქტურის, გამწვანებული სივრცეებისა და თანამედროვე გარემოს შექმნას.