ფოთის განაშენიანების გენერალური გეგმა

ფოთის განაშენიანების ახალი გენერალური გეგმის შემუშავება იწყება. გენგეგმის მოსამზადებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 2 მილიონ 300 ათასი ლარი გამოიყო, კონკურსში გამარჯვებულ ამხანაგობას კი დოკუმენტის მოსამზადებლად ვადა 2027 წლის პირველ ნახევრამდე აქვს. სტრატეგიის შემუშავებაში ქართულთან ერთად, უცხოური არქიტექტურული კომპანიებიც ჩაერთვებიან. ახალი გეგმის მიხედვით, ისეთი პროექტები უნდა შეიქმნას, რომლებიც ფინანსური რესურსის მოზიდვას შეძლებს. არის გამოწვევებიც, მათ შორის ნაპირდაცვის პრობლემა.

რა გეგმები აქვს ადგილობრივ ხელისუფლებას ქალაქზე, რომლის აღმშენებლობაც ნიკო ნიკოლაძის სახელს უკავშირდება?- თეა აბსარიძე და გოგა გახარია დეტალებით.