ფოთი – სპორტული ქალაქი

21:19, 25.01.2026

სხვა პროექტებთან ერთად, ფოთში სპორტული ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს, მიზეზი ბოლო სამ წელიწადში სხვადასხვა მიმართულებით აქტიური ვარჯიშის მსურველთა რაოდენობის გაორმაგებაა. მოქმედი 24 სახეობიდან, 20 უფასოა, მოქმედებს საშეღავათო პროგრამებიც. 2025-28 წლების სამთავრობო პროგრამაში მუნიციპალიტეტებში სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის მხარდაჭერის მიზნით, გათვალისწინებულია ორი მილიარდი ლარის ღირებულების ახალი პროგრამა, რომლის ფარგლებშიც მრავალფუნქციური სპორტული ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაციაა დაგეგმილი. პროექტი კი მოიცავს საფეხბურთო და სარაგბო მოედნების, საცურაო აუზებისა და სხვადასხვა სპორტის სახეობისთვის შესაბამისი დარბაზების მოწყობას. ფოთი ერთ-ერთი ქალაქია, სადაც სამთავრობო პროგრამით გათვალისწინებული ეს პროექტები ხორციელდება.

თეა აბსარიძისა და გოგა გახარიას რეპორტაჟი #მოამბერეგიონები

მსგავსი