ფოთი ქალაქის დღეს ზეიმობს

ფოთი ქალაქის დღეს ზეიმობს, რომელიც საკათედრო ტაძრის დღესთან ერთად, კვირაცხოვლობას აღინიშნება.

ღონისძიების ფარგლებში, საკათედრო ტაძარში საზეიმო წირვა ჩატარდა. გამოიფინა ქალაქის სიმბოლოები და ჰერალდიკა.

დღესვე საპატიო მოქალაქეებს აირჩევენ.

დღესასწაული ქალაქის ცენტრალურ პარკში გამართული ღონისძიებით დასრულდება.