ფოთი ნატო-ს სამხედრო გემებს მასპინძლობს

ნატო-ს მუდმივმოქმედი მეორე საზღვაო შენაერთის ხელმძღვანელმა მედიას თურქულ ხომალდზე უმასპინძლა და ნატო- საქართველოს საზღვაო თანამშრომლობის საკითხები შეაჯამა. ნატო-ს მუდმივმოქმედი მეორე საზღვაო შენაერთის ხომალდები ფოთის ნავსადგურში 18 მაისამდე დარჩებიან და ქართული მხარის მიერ ორგანიზებულ სხვადასხვა ერთობლივ სწავლებასა და საჩვენებელ წვრთნებში მიიღებენ მონაწილეობას.

აღსანიშნავია, რომ ნატო- საქართველოს თანამშრომლობა საზღვაო უსაფრთხოების კუთხით დინამიურად მიმდინარეობს.