საქართველო სიმსუქნის მაღალი გავრცელების მაჩვენებლის მქონე ქვეყნებს შორისაა, როგორც ჯანმოს ევროპის რეგიონში, ასევე მთელ მსოფლიოში: ათი ზრდასრული ადამიანიდან ექვსზე მეტი ჭარბწონიანია, მათ შორის სამი მსუქანი, – განაცხადეს ჯანმოსა და არაგადამდებ დაავადებათა პრევენციის ალიანსის ერთობლივად ჩატარებულ ფორუმზე. ღონისძიებაზე სახელწოდებით „სიმსუქნის პრობლემის“ დაძლევა საქართველოში, ასევე ისაუბრეს პრობლემის დაძლევის გზებზე. აქცენტი გაკეთდა ფიზიკური აქტივობის ხელშეწყობასა და ჯანსაღი კვების პოლიტიკაზე, რომლიც უნდა დაინერგოს სკოლებში.