ფორუმი სახელწოდებით „მედიაწიგნიერება ყველასთვის“

18:41, 29.10.2026

„თითოეულის როლი მნიშვნელოვანია – მედიაწიგნიერება ყველასთვის” – ამ სახელწოდების ფორუმი გაიმართა, კომუნიკაციების კომისიის ორგანიზებით, UNESCO-ს მედია და ინფორმაციული წიგნიერების გლობალური კვირეულის ფარგლებში. მონაწილეობა მიიღეს ადგილობრივი და საერთაშორისო პარტნიორი ორგანიზაციების,და განათლების სფეროს წარმომადგენლებმა. ღონისძიების მიზანი მედიაწიგნიერი საზოგადოების ჩამოყალიბებაში სხვადასხვა სექტორისა და თითოეული მოქალაქის ჩართულობა და მათი როლის წარმოჩენაა. აქცენტი გაკეთდა კრიტიკულ აზროვნებაზე, ინფორმაციის გადამოწმებაზე, ციფრულ უსაფრთხოებასა და პასუხისმგებლიან კომუნიკაციაზე.

 

მსგავსი